суббота, 4 июля 2009 г.

ორ მიუწვდომელ წერტილს შორის მანძილის პოვნა

პროექტის სახელი: ორ მიუწვდომელ წერტილს შორის მანძილის პოვნა



პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მიდიან ლაშქრობაზე - ნაჭარმაგევის ტბაზე. შეარჩევენ ტბის ორ უშორეს წერტილს და ითვლიან მათ შორის მანძილს.

პროექტის სრული აღწერა: ლაშქრობის დროს მოსწავლეებს თან აქვთ კუთხისმზომი, მანძილისმზომი ხელსაწყოები. მოსწავლეები აირჩევენ ნაპირის ნებისმიერ წერტილს და ამ ხელსაწყოების გახმარებით ითვლიან მანძილს დგომის წერტილიდან ტბის ორ წერტილამდე და კუთხეს ამ მანძილებს შორის. ამის სემდეგ მათ უკვე შეუძლიათ ისარგებლონ კოსინუსების თეორემით და მათემატიკური ანალიზის მეშვეომით გამოთვალონ ტბის ორ წერტილს შორის მანძილი.

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წწ.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, პრეზებტაცია.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ტეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სარგებელი სხვებისათვის: გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაიცნონ გარემო ბუნება, გამოიყენონ სხვადასხვა მეცნიერებები (მათემატიკა, გეგოგრაფია, ბიოლოგია...) პრაქტიკაში.

სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლიდან: არჩეული ტერიტორიის უახლოესი სკოლის 2 მოსწავლე.

საგნებთან/საგნობრი ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტ, მათემატიკა. პროექტი აკავშირებს სხვადასხვა სასწავლო საგნებს.